ვილი სანიოლი მსოფლიო საუკეთესო მწვრთნელობის კანდიდატად დასახელდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ნომინანტებში ფეხბურთის სტატისტიკისა და ისტორიის საერთაშორისო ფედერაციამ წარადგინა. ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით ჩვენი ქვეყნის საფეხბურთო გუნდმა ერთა ლიგა მოიგო და ევროპის ჩემპიონატზე ითამაშეს.
გერმანიაში გამართულ ფინალურ ეტაპზე სანიოლის ხელმძღვანელობით აუტსაიდერად მიჩნეული საქართველოს ნაკრები დიდი სენსაციის ავტორი გახდა, ჯგუფიდან გავიდა და კონტინენტის 16 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა.