ბათუმის კორტებზე დღეს სტარტი აიღო ტურნირმა ვეტერან და მოყვარულ ჩოგბურთელთა შორის. შეჯიბრი საქართველოს ვეტერან ჩოგბურთელთა ფედერაციის ეგიდით იმართება და 3 დღეს გაგრძელდება.
ფინალური დაპირისპირებები კვირას 17:00 საათიდან დაიწყება. ტურნირში მონაწილეობას ქართველი მოყვარული ჩოგბურთელების გარდა, უკრაინისა და თურქეთის წარმომადგენლებიც იღებენ.