საქართველო ვაზისა და ღვინის მსოფლიო კონგრესს უმასპინძლებს

12:20, 01.05.2026

საქართველო ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის მსოფლიო კონგრესს 2027 წელს უმასპინძლებს. მასპინძლობის განაცხადი ქვეყანამ 2025 წელს წარადგინა. აღსანიშნავია, რომ საქართველომ საერთაშორისო დონის ღონისძიებებს უკვე ორჯერ უმასპინძლა. ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაცია (OIV) წარმოადგენს საერთაშორისო მთავრობათაშორის ორგანიზაციას, რომელიც 51 წევრ ქვეყანას აერთიანებს, მათ შორის საქართველოს.

მსგავსი