ვარსკვლავთგროვა ვარსკვლავების ჯგუფია. მათ თავს უყრის საერთო გრავიტაცია. გროვის შემადგენელ ვარსკვლავებს აქვთ საერთო წარმოშობა და ერთნაირი ასაკი.
გამოყოფენ ვარსკვლავთგროვების ორ ძირითად ტიპს.
ღია ვარსკვლავთგროვები ცოტა გაფანტულია და რამდენიმე ასეული ძალიან ძველი ვარსკვლავისგან შედგება. ხშირად ისინი ძალიან ახალგაზრდა ვარსკვლავები არიან. დროთა განმავლობაში, გალაქტიკაში მოძრაობისას მათ მოლეკულური ღრუბლების გრავიტაცია შლის. ყველაზე სახელგანთქმული ღია ვარსკვლავთგროვაა პლეადები.
სფეროსებრი ვარსკვლავთგროვები ათასობით მჭიდროდ შეკრული ვარსკვლავისგან შედგება. მათი დიამეტრი საშუალოდ 10-30 სინათლის წელია. ყოველ დიდ გალაქტიკაში ასობით და ათასობით სფეროსებრი ვარსკვლავთგროვაა. მათ სფერული ფორმები აქვთ და ძირითადად, გალაქტიკის დისკოს გარეთ იყრიან თავს.