ვაქცინაციის პროცესი საქართველოში

იმუნიზაცია ქვეყნის მასშტაბით გრძელდება. მას შემდეგ, რაც მედიკოსების პარალელურად, 65 წელს ზემოთ მოქალაქეების აცრაც დაიწყო, მოთხოვნა გაიზარდა.

„ასტრაზენეკას“ გარდა, ხვალიდან ვაქცინაცია „ფაიზერითაც“ იქნება შესაძლებელი. აღნიშნული პრეპარატის დოზები პრაქტიკულად სრულად არის ათვისებული. დილიდან მედიის თანდასწრებით აიცრა სახალხო დამცველი.

იმუნიზაციის პროცესში ჩაერთო ასევე ეკონომისტი, მოაზროვნეთა გუნდის „რა, სად, როდის“ ლიდერი, გიორგი ბაქრაძე. ვაქცინაციის პოპულარიზაციის მიზნით დაწყებული კამპანიის ფარგლებში, 100 ცნობადი სახე აიცრება.