ვალერი გელაშვილზე თავდასხმის ფაქტზე დღეს ბრალდების მხარის მოწმეს მოუსმენენ

დღეს საქალაქო სასამართლო მიხეილ სააკაშვილის ბრალდების კიდევ ერთ ეპიზოდზე მსჯელობს.

დეპუტატ ვალერი გელაშვილზე თავდასხმის ფაქტზე დღეს ბრალდების მხარის მოწმეს მოუსმენენ. სხდომაზე საქმის გამომძიებელი დაიკითხება, რომელიც სასამართლოს იმ მტკიცებულებებსა და საგამოძიებო მოქმედებებზე მიაწვდის ინფორმაციას, რომელიც აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს უდევს საფუძვლად.

სააკაშვილის ბრალდების ამ ეპიზოდზე პროკურატურის მოწმეთა დიდი ნაწილი უკვე დაკითხულია. მოწმეთა სიაშია თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც სასამართლოს ჩვენებას მომდევნო სხდომებზე მისცემს.

მიხეილ სააკაშვილს პროკურატურა ძალადობითა და დაზარალებულის ღირსების შეურაცხყოფით უფლებამოსილების გადამეტებას ედავება.