ვაკის პარკის ტრაგედიის საქმის ერთ-ერთი ბრალდებულის, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსის, გიგა გიგაშვილის პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდების მხარის მოწმეთა დაკითხვით განახლდა. იკითხება სამხარაულის ინჟინერ-ექსპერტი. მისი თქმით, შადრევანში დენის გაჟონვა კაბელის დაზიანების გამო მოხდა. პრევენციული ღონისძიება კი პროექტში გათვალისწინებული არ იყო.
შეგახსენებთ, რომ გიგაშვილს სამსახურებრივ გულგრილობას ედავებიან, მასთან ერთად ამავე საქმეში ბრალდებულია ექსპერტი. ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ რვა პირის მიმართ უკვე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი.