ვახტანგ მიქელაძე გარდაიცვალა

88 წლის ასაკში გარდაიცვალა რეჟისორი, დოკუმენტალისტი ვახტანგ მიქელაძე. სამი ათეული წელი ის თბილისში, სამეცნიერო-პოპულარული და დოკუმენტური ფილმების სტუდიაში მუშაობდა. 1991 წლიდან კი საქმიანობა მოსკოვში განაგრძო. მისი რეჟისორობით გადაღებულია ფილმები: „რესტავრატორები“, „ქართული ცეკვები“, „ბამი“ და სხვა. 1979 წელს მიენიჭა საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება.

ვახტანგ მიქელაძე ცნობილი ქართველი დირიჟორის, 1937 წელს რეპრესირებული ევგენი მიქელაძის შვილია.