ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრი ვახტანგ კახიძის იუბილის აღსანიშნავად ემზადება.
7 მარტიდან ცენტრში ცნობილი დირიჟორის და კომპოზიტორის კონცერტების ციკლი დაიწყება, რომელიც კახიძის 40-წლიან შემოქმედებას სრულად ასახავს. სიმფონიური, კამერული და საგუნდო ვოკალური ნაწარმოებების ავტორი და კინოსა და თეატრისთვის შექმნილი მუსიკის კომპოზიტორი 23 მარტს 60 წლის გახდება.
საიუბილეო კონცერტების წინ ვახტანგ კახიძის პირად არქივს და მისი შემოქმედებითი მოღვაწეობის ვიდეო-ფრაგმენტებს ლიზა ციციშვილმა გადახედა.