შეაჩერებს თუ არა პარლამენტი უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის პროცესს – ამის საჭიროების შესახებ განცხადება დღეს კიდევ ერთხელ ამერიკის ელჩმა გააკეთა. კელი დეგნანი მიიჩნევს, რომ მიმდინარე პროცესი არ შეეფერება 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებას.
მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებას ითხოვს ოპოზიციაც. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, შარლ მიშელის დოკუმენტი გაითვალისწინოს. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედებენ და არც მიშელის დოკუმენტში გათვალისწინებული პუნქტები ირღვევა.
გენო ოსიყმაშვილის სიუჟეტი.