სასამართლოს უმაღლესი ინსტანციის მოსამართლეობის მსურველთა სია და 144 კანდიდატი. ჩამონათვალშია მოქმედი გენერალური პროკური, გახმაურებული საქმის მოსამართლეები, უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარე. ახალ შემადგენლობაზე მსჯელობა, როგორც ჩანს, ისევ ხმაურიანი იქნება. სიას შეფასებები უკვე მოჰყვა.
რა განცხადებები კეთდება კანდიდატთა შემადგენლობის გამოქვეყნებიდან მალევე და რა მოლოდინი აქვთ თავად კონკურსანტებს. თემაზე დილიდან გიორგი კობერიძე მუშაობს – როგორია შეფასებები, უნდა ველოდოთ თუ არა, რომ წინ ხმაურიანი პროცესი გველის?