უკრაინული მხარის ბრალდებები - შეფასება ქართულ პოლიტიკურ სპექტრში

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილ პოდოლიაკი უკრაინის დაზვერვის მონაცემებთან დაკავშირებით „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ აქვთ ინფორმაცია რუსეთის მიმდინარე მოლაპარაკებებზე სხვადასხვა ქვეყანასთან, იქნება ეს ბელორუსი და რუსეთი, საქართველო და რუსეთი, თუ სომხეთი და რუსეთი. ამასთან, პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ თუ მიიღებენ ამის იურიდიულ დადასტურებებს, ამას აუცილებლად გამოაქვეყნებენ.

მისი თქმით, სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობის და არა ხალხის პოზიცია, დემოკრატიული საერთაშორისო საზოგადოების პოზიციას აშკარად უპირისპირდება. მან ბიძინა ივანიშვილი მკაფიოდ წარმოდგენილ რუს ოლიგარქად მოიხსენია და აღნიშნა, რომ მას აქვს გავლენა საქართველოს ხელისუფლებაზე. პოდოლიაკის განცხადებით, საქართველო უცნაურად იქცევა უკრაინაში ომთან დაკავშირებით და არ იკავებს მკაფიო და არაორაზროვან პოზიციებს.