ამერიკულ „აბრამსის“ ტანკებს უკრაინა 2023 წლის ბოლოს ან 2024 წლის დასაწყისში მიიღებს, – ამის შესახებ „ვაშინგტონ პოსტი“ წერს. პუბლიკაციის ავტორები ესაუბრნენ უკრაინაში დასავლური ტანკების მიწოდების შესახებ მოლაპარაკებებში ჩართულ ოფიციალურ პირებს, რომლებმაც აღიარეს, რომ შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა „აბრამსის“ მიწოდება იმიტომ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ბერლინი ლეოპარდების გაგზავნაზე უარს იტყოდა. სტატიის მიხედვით, საბრძოლო მანქანებს ამერიკული არმიის საწყობებიდან არ წაიღებენ, არამედ მწარმოებლისგან ახალს შეუკვეთავენ.