უკრაინის და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტმა „ტელეგრამ“-არხზე გაავრცელა. ზელენსკის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სენატის მიერ უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის დამტკიცების შემთხვევაში, ის დოკუმენტს დაუყოვნებლივ მოაწერს ხელს. ზელენსკის განცხადებით, ბაიდენთან საუბარში მან ყურადღება გაამახვილა რუსეთის მხრიდან საჰაერო ტერორის გაგრძელებაზე. კერძოდ, რუსეთის მიერ ხარკოვის ტელეანძაზე მიტანილ დარტყმაზე. ლიდერებმა ასევე განიხილეს უკრაინასა და აშშ-ს შორის უსაფრთხოების შესახებ ორმხრივი შეთანხმების ხელმოწერის და მშვიდობის სამიტისთვის მზადებასთან დაკავშირებული საკითხები.