უკრაინისა და ამერიკის პრეზიდენტების შეხვედრა თეთრ სახლში. ჯო ბაიდენის თქმით, ამერიკული აბრამსის ტიპის ტანკები უკრაინას მომავალ კვირას გადაეცემა. ენტონი ბლინკენმა კი უკრაინის დასახმარებლად 325 მილიონი დოლარის ღირებულების ახალი პაკეტის შესახებ განაცხადა.
ჯო ბაიდენმა შეხვედრისას ისაუბრა ვალდებულებებზე უკრაინის უსაფრთხოებისადმი, ასევე გრძელვადიანი მშვიდობის მიზნებზე. თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა აშშ-ს გაწეული დახმარებისთვის.