„რუსეთი ემზადება სიტუაციის გამწვავებისთვის, ხოლო რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ცდილობს ევროპელებს „მინსკის-3“-ის მსგავსი სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა აიძულოს“. ამის შესახებ განცხადება უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა განაცხადა. მისივე თქმით, თებერვლის თვე რუსეთისთვის გადამწყვეტი იქნება და მოსკოვი ემზადება სამხედრო მობილიზაციის კიდევ ერთი ტალღის გამოსაცხადებლად, თუმცა კიევში მიიჩნევენ, რომ ეს რუსეთს ვერ დაეხმარება. ამასთან, დანილოვმა თქვა, რომ უკრაინა აუცილებლად დაიწყებს კონტრშეტევას, თუმცა ამის ზუსტი დრო რუსეთისთვის უცნობი დარჩება, რათა ეს იერიში მოულოდნელი იყოს.