„უკრაინაში ბრძოლა ჩიხშია შესული, რადგან არც რუსეთს და არც უკრაინას ამ ეტაპზე წინსვლა არ აქვთ“, – ამის შესახებ უკრაინის სამხედრო დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა. ბუდანოვის თქმით, რუსეთი ახლა სრულ ჩიხშია და აქვს ძალიან დიდი დანაკარგი. მისივე განცხადებით, კრემლში ისევ განიხილავენ მობილიზაციის კიდევ ერთი ფაზის გამოცხადებას. ბუდანოვის თქმით, უკრაინის არმიას რამდენიმე მიმართულებით ისევ არ აქვს საკმარისი რესურსი, რათა წარმატებას მიაღწიოს. „ჩვენ არ შეგვიძლია მათი დამარცხება ყველა მიმართულებით, მაგრამ ამის გაკეთება არც მათ შეუძლიათ. ძალიან ველოდებით იარაღის ახალ პარტიას“, – განაცხადა ბუდანოვმა.