უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საჰაერო ოპერაცია რუსეთის ტერიტორიაზე. უკრაინულმა ძალებმა რუსეთის მიმართულებით 35 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა, რამაც ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გამოიწვია, ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. არსებული ცნობებით, ხანძარი ლიკვიდირებულია და მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა ერთი ადამიანი გულის შეტევით არის გარდაცვლილი. სლავიანსკის ადმინისტრაციული ოლქის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის თანამშრომლები ევაკუირებული არიან და მომხდარის შედეგად მიმდებარე დასახლებულ პუნქტებს საფრთხე არ ემუქრება. ამასთან, მოსკოვის მერი ავრცელებს ინფორმაციას, რომ დედაქალაქის მახლობლად მდებარე სამ რაიონში დრონები ჩამოაგდეს. ბელგოროდში უკრაინის მიერ გაშვებულმა ოთხმა უპილოტო საფრენმა აპარატმა კი ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა. როგორც „როიტერი“ წერს, ეს უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საჰაერო ოპერაციაა რუსეთის ტერიტორიაზე.