უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილი თავმჯდომარის განცხადება
სააკაშვილი და პოროშენკო განიხილებოდნენ დაზვერვის მომავალ თანამშრომლებად, მათთან მუშაობდნენ უკრაინული სპეცსამსახურები, რომლებიც შედიოდა კგბ-ში, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილმა თავმჯდომარემ განაცხადა. გენერალმა ნიკოლაი მალომუჟმა თემაზე გადაცემაში „სტუმრად დმიტრი გორდონთან“ განაცხადა. მისივე თქმით, დაზვერვისა და კონტრდაზვერვისთვის კონტინგენტს წამყვანი უმაღლესი სასწავლებლებიდან არჩევდნენ, ძირითადი ბაზა კი, კიევის შევჩენკოს სახელობის უნივერსიტეტი იყო. როგორც მალომუჟიმ აღნიშნა, ეს კონტინგენტი, სააკაშვილისა და პოროშენკოს ჩათვლით, განიხილებოდა შესაძლო დაზვერვის მომავალ თანამშრომლებად.