„ჩვენ გვაქვს თავისუფლება, მოგვეცით ფრთები, რომ დავიცვათ ის“, – ამ გზავნილით წარსდგა უკრაინის პრეზიდენტი დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის წინაშე სიტყვით გამოსვლისას. როგორც ცნობილია, უკრაინა გაერთიანებულ სამეფოს სამხედრო თვითმფრინავების მიწოდებას სთხოვს. როგორც ერთობლივ პრესკონფერენციაზე პრემიერმა რიში სუნაკიმ განაცხადა, გაერთიანებული სამეფო უკრაინისთვის ავიაგამანადგურებლების გადაცემის საკითხს არ გამორიცხავს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე მოუწოდა გაერთიანებულ სამეფოს, განაგრძოს სანქციების დაწესება რუსეთის წინააღმდეგ, რომ ამ უკანასკნელმა ვეღარ შეძლოს უკრაინაში ომის დაფინანსება. ლონდონში ვიზიტისას, ვოლოდიმირ ზელენსკი ჯერ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს რიში სუნაკს, შემდეგ კი მონარქს, მეფე ჩარლზს მესამეს შეხვდა.