უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა საბერძნეთის პარლამენტს

„მტერი აგრძელებს მარიუპოლის განადგურებას და იქ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას“- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საბერძნეთის პარლამენტისთვის გაკეთებულ მიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, ყოველი დღე იწყება ახალი ამბებით მარიუპოლის თაობაზე, ქალაქზე, რომელსაც რუსი სამხედროები სისტემატურად ანგრევენ. მისი თქმით, საუკუნეების მანძილზე, ბერძენი და უკრაინელი ხალხი გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ, ერთად ზრდიდნენ შვილებს და აშენებდნენ მომავალს. ზელენსკიმ აქვე აღნიშნა, რომ მათ რეგიონში ქრისტიანობის განვითარება საბერძნეთს უკავშირდება.