უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა - ომის 141-ე დღე

უკრაინის პრეზიდენტი თურქეთში მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრას ვიდეომიმართვით ეხმაურება. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, პროგრესის შემთხვევაში, ეს წარმატება იქნება მთელი მსოფლიოსთვის, რადგან მსოფლიოში საკვების კრიზისის საშიშროება მოიხსნება. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აპირებს მიმართოს ჰააგის ფორუმის მონაწილეებს, ფორუმი დღეს, 14 ივლისს გაიმართება რუსი სამხედრო დამნაშავეების პასუხისგებასთან დაკავშირებით. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ჩასოვი იარზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ, რომელსაც 48 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი ემსხვერპლა.