ვოლოდიმირ ზელენსკიმ კანადის პრემიერს მიმართა და ომში დაღუპულ ბავშვებზე და ქალებზე ისაუბრა. უკრაინის პრეზიდენტი კანადის პარლამენტს, მთავრობასა და კანადაში უკრაინის დიასპორას ვიდეოკონფერენციის რეჟიმში ჩაერთო. სიტყვით გამოსვლის დასრულებისას კანადელმა დეპუტატებმა უკრაინის პრეზიდენტს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს.