„რუსეთის ჯარებმა დონბასისთვის ბრძოლა დაიწყეს, ამაზე მეტყველებს უკრაინის აღმოსავლეთით და სამხრეთით აქტიური სულ უფრო გათვლილი თავდასხმები“- ეს განცხადება ვოლოდიმირ ზელენსკიმ ომის 54-ე დღის შეჯამებისას გააკეთა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, „რამდენი სამხედროც არ უნდა გაგზავნოს რუსეთმა დონბასში, უკრაინა თავს დაიცავს და იბრძოლებს, არაფერს უკრაინულს არ დავთმობთ. რუსეთს ძალიან გაუჭირდება რაკეტებისა და სხვა აღჭურვილობის მარაგების შევსება მოქმედი სანქციების პირობებში“ – აღნიშნა ზელენსკიმ.