„უკრაინა ეცდება ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყების თარიღი მოახლოვდეს“ – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. მისი თქმით, არსებობს ნება იმისთვის, რომ წევრობის მოლაპარაკებები უკვე წელს დაიწყოს და ამ მხარდაჭერას უკრაინა პარტნიორებისგან გრძნობს. მისი თქმით, ქვეყანა ასევე ემზადება 16-17 თებერვალს დაგეგმილი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებებისთვის. „ჩვენ გვქონდა ისეთი დღე, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ მოსამზადებელი საერთაშორისო ღონისძიებებისთვის“ – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.