ტანკების მიწოდებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების გამო, შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და გერმანიის კანცლერს მადლობას უხდის ვოლოდიმირ ზელენსკი. როგორც ცნობილი გახდა, უკრაინას „ლეოპარდი ორის“ მოდიფიკაციის ტანკებით გერმანიაც დაეხმარება. „დღეს ძალიან კარგი ამბების დღეა უკრაინისთვის. არსებობს სატანკო კოალიცია.“ – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი და აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი ადასტურებს მნიშვნელოვან ფაქტს, რომ მსოფლიო აგრესიის წინააღმდეგ ერთიანია. პრეზიდენტის თქმით, ახლა დღის წესრიგში ავია-გამანადგურებლების საკითხი დგება.