სოლედარის მიმართულებით რუსეთის ძალების მაქსიმალური კონცენტრაციაზე საუბრობს უკრაინის პრეზიდენტიც. ამის შესახებ მან ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, სოლედარში განადგურებულია თითქმის ყველა შენობა. პრეზიდენტის თქმით, მან დონეცკისა და ლუგანსკის ოლქში არსებული ვითარება სამხედრო მეთაურებთან განიხილა. ფრონტის ყველაზე ცხელ მიმართულებებად მან ბახმუტი, სოლედარი, კრემენაია და სვატოვო დაასახელა. პრეზიდენტის თქმით, უკრაინელი სამხედროები უკვე მალე მიიღებენ დასავლელი პარტნიორებისგან ახალ შეიარაღებას და ტექნიკას.