უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსმა ოკუპანტებმა ხერსონში ყველა კრიტიკული ინფრასტრუქტურა გაანადგურეს, ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი ქალაქში და ოლქში დანაღმულია. ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ უკრაინა დაიბრუნებს ნორმალურ ცხოვრებას ყველა იმ ქალაქსა და დასახლებაში, რომელიც რუსეთის მიერ 2014 წლის შემდეგ არის ოკუპირებული. პრეზიდენტის ინფორმაციით, ომის დაწყების შემდეგ, უკრაინიდან რუსეთში 11 ათასი ბავშვია დეპორტირებული.