„ირანი ცრუობს როდესაც ამბობს, რომ რუსეთს მცირე რაოდენობის უპილოტო საფრენი აპარატები გადასცა, ჩვენ ყოველდღიურად 10 აპარატს ვანადგურებთ“ – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვისას განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელებს მიმართა და სთხოვა, ფინანსურად დაუჭირონ მხარი უპილოტო თვითმფრინავების საზღვაო ფლოტის შექმნის ინიციატივას. უკრაინის ლიდერმა დააანონსა ისიც, რომ საჰაერო თავდაცვისა და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვასთან დაკავშირებით, უახლოეს პერიოდში კარგი სიახლეებია მოსალოდნელი.