უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, ხერსონის ოლქში რამდენიმე დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის ძალების წინსვლა გრძელდება. მისივე თქმით, უკრაინას ესპანეთთან და პორტუგალიასთან ერთად, ფეხბურთში 2030 წლის ჩემპიონატის მასპინძლობაზე განაცხადი შეაქვს. „ძალიან სიმბოლური იქნება, როდესაც ევროკავშირის სამი ქვეყანა – ესპანეთი, პორტუგალია და უკრაინა მსოფლიო ჩემპიონატის ერთად ჩატარებას შეძლებენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ზამთრის სეზონისთვის მზადების შესახებ ისაუბრა.