უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ საერთაშორისო საზოგადოება რუსეთზე არასაკმარის ზეწოლას ახორციელებს. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი ახორციელებს ენერგეტიკულ, რადიაციულ ტერორს, ასევე შიმშილით ტერორს, ამის მიუხედავად, რუსეთს არ აღიარებენ ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ, ტერორისტი სახელმწიფოს მოქალაქეებს კი კვლავ შეუძლიათ ევროპაში გასამგზავრებლად ვიზების მიღება.
ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ რუსეთის ტერორის დასაძლევად საჭიროა საერთაშორისო საზოგადოების თანამშრომლობის გაძლიერება, რუსეთის ტერორისტ სახელმწიფოდ აღიარება, სანქციების გამკაცრება და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდა, კერძოდ კი, საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების დაჩქარება.