უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა

„ჩვენ აღვადგენთ ყირიმის თავისუფლებას, ყირიმში მცხოვრები ყველა ჩვენი მოქალაქის თავისუფლებას და აუცილებლად ვაქცევთ ყირიმს ერთ-ერთ საუკეთესო, ყველაზე კომფორტულ ადგილად ევროპაში. ყირიმი ამას იმსახურებს“, – განაცხადა ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში. პრეზიდენტის თქმით, ყირიმში რუსეთის ყოფნამ ის ევროპის ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო ადგილად აქცია. მისივე განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები, დაზვერვა, სპეცსამსახურები უკრაინის მიწების გასათავისუფლებლად უკვე დგამენ საჭირო ნაბიჯებს. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნის სამხედრო ძალებმა უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით რამდენიმე დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს.