უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა

„თუ რუს სამხედროებს გადარჩენა სურთ, დროა, გაიქცნენ“- განაცხადა ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში. მისი თქმით, უკრაინა იბრუნებს რაც ეკუთვნის. პრეზიდენტის განცხადებით, ეს ომი რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციითა და დონბასის დაპყრობის მცდელობით დაიწყო და სწორედ გათავისუფლებულ ყირიმსა და დონბასში უნდა დასრულდეს. ამასთან, ზელენსკის თქმით, ხელისუფლება არ აპირებს საომარ ვითარებაში გეგმების გასაჯაროებას.