უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მარიუპოლში უკრაინელი ტყვეების სასამართლო იქნება ხაზი, რომლის გადაკვეთის შემდეგ რუსეთთან მოლაპარაკებები აღარ იქნება. ეს განცხადება ვოლოდიმირ ზელენსკიმ ომის 180-ე დღის დასაწყისში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში გააკეთა. მისი თქმით, მედიაში ვრცელდება ცნობა, რომ რუსეთი მარიუპოლში აპირებს საჩვენებელი სასამართლოს მოწყობას. მისივე თქმით, ის ელაპარაკა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, რომელიც ინფორმირებულია კიევის პოზიციის შესახებ. ზელენსკის განცხადებით, ეს პოზიცია ცნობილია თურქეთის პრეზიდენტისა და გაერო-სთვისაც და უკრაინა ამას არ მოითმენს.