უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა

„უკრაინას ისტორიაში ყველაზე დიდი გლობალური მხარდაჭერა აქვს“ – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა კიევში, პირველი ლედებისა და ჯენტლმენების რიგით მეორე სამიტზე განაცხადა. პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ სამიტი უკრაინას ომით მიყენებული ზარალის დაძლევაში დაეხმარება. ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ სამიტის გამართვით, უკრაინამ საფუძველი ჩაუყარა ახალ დიპლომატიურ აქტივობას, რომელიც კლასიკურზე ბევრად უფრო ეფექტურია.