უკრაინის პრეზიდენტის მართვა

„რუსეთის ენერგეტიკული ტერორის გაძლება ჩვენი ეროვნული ამოცანაა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა მორიგ ვიდეომიმართვაში. ზელენსკის თქმით, რუსეთს არ შეუძლია უკრაინა ბრძოლის ველზე დაამარცხოს და ამიტომ ცდილობს უკრაინელი ხალხის სულისკვეთება გატეხოს. პრეზიდენტის ინფორმაციით, მხოლოდ გუშინ საღამოს, უკრაინაში დენის გარეშე ოთხნახევარი მილიონი მოქალაქე იყო დარჩენილი. მან მოუწოდა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, გააკონტროლონ ელექტროენერგიის გამოყენება. პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა ენერგოკომპანიებს, უკეთ აუხსნან მოქალაქეებს, თუ რატომ ითიშება დენი მათ ქუჩაზე და ასევე დააწესონ მიწოდების სამართლიანი გრაფიკი. ზელენსკიმ რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლებულ 107 უკრაინელს სახლებში დაბრუნება მიულოცა.