უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელითაც მოსკოვსა და ტოკიოს შორის სადავო კურილის კუნძულები იაპონიის ტერიტორიად და რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულად გამოაცხადა. ზელენსკიმ მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისკენ მსოფლიოსაც მოუწოდა, რადგან მისივე თქმით, აგრესორმა უნდა წააგოს და ოკუპანტებს არაფერი უნდა დარჩეთ.
შეგახსენებთ, სადავო კუნძულები მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შეიყვანეს.