უკრაინის პრეზიდენტის განცხადება

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ქვეყანა ფრონტის ხაზზე ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას არ ემხრობა. მისი განმარტებით, უკრაინა არ დაეთანხმება იმ გარემოებას, რომ ქვეყნის სამხრეთზე კონტროლი რუსეთმა შეინარჩუნოს. პრეზიდენტის თქმით, არსებობს გარკვეული სიგნალები, რომელიც ფრონტის ხაზზე ცეცხლის შეწყვეტასა და მოლაპარაკების დაწყებას ეხება. თუმცა, თუ საომარი მოქმედებები დღეს შეწყდება, უკრაინა ქვეყნის სამხრეთ ნაწილის გარეშე დარჩება. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის დასამშვიდებლად უკრაინა არანაირ პირობას არ დათანხმდება.