უკრაინის პრეზიდენტის განცხადება

 უკრაინის პრეზიდენტი კიევში შეერთებული შტატების სახელმწიფო და თავდაცვის მდივნების ვიზიტს ეფექტიან და გამამხნევებელ ვიზიტად აფასებს. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამერიკელ მაღალჩინოსნებთან საუბარი სამ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ზელენსკის თქმით, ენტონი ბლინკენთან და ლოიდ ოსტინთან ისაუბრეს როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების გაძლიერებაზე, ასევე დაგეგმილ მინისტერიალზე და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზე.

ზელენსკის თქმით, უკრაინული მხარე მოხარულია, რომ შტატების გადაწყვეტილებით, უახლოეს მომავალში კიევში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მუშაობას განაახლებს. ასევე, ინიშნება ახალი ელჩი.