„ომის დასრულების შემდეგ უკრაინამ უნდა დაიკავოს ღირსეული ადგილი მსოფლიოსა და ევროპის უსაფრთხოების ინფრასტრუქტურაში, რადგან აგრესორისგან სახელმწიფოს თავდაცვის შესახებ ღირებული ცოდნა შეიძინა“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟიტომირის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში, ესტონეთის პრემიერ-მინისტრ კაია კალასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ზელენსკის თქმით, მსოფლიოში უსაფრთხოების ყველაზე მთავარ რეფორმას დღეს უკრაინა ატარებს.