უკრაინის პრეზიდენტის განცხადება

პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, გასული დღის განმავლობაში რამდენიმე რეგიონზე განხორციელდა რუსული თავდასხმები რაკეტებითა და ირანული დრონით, რასაც მსხვერპლი და ინფრასტრუქტურის განადგურება მოყვა. ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ისინი ყველაფერს აკეთებენ მოწინააღმდეგის იარაღისა და პოზიციების გასანადგურებლად, თუმცა, რთული ვითარებაა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში, ასევე, ბახმუტის მიმართულებით ცდილობენ პოზიციების შენარჩუნებას. უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების სახით გამოყოფილი ახალი 725 მილიონიანი პაკეტის გამო.