უკრაინის პრეზიდენტის განცხადება

რუსეთის ავიაიერიშების შემდეგ, უკრაინის მასშტაბით, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, გრძელდება ელექტრომომარაგების აღდგენის პროცესი. პრეზიდენტის თქმით, 11 ოქტომბერს დაგეგმილია „დიდი შვიდეულის“ საგანგებო სხდომა. ასევე, უკრაინა მუშაობს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში რეზოლუციის წარსადგენად, რომელიც გმობს რუსეთის ქმედებებსა და ტერორს. ზელენსკიმ ასევე მოუწოდა მოსახლეობას, ენერგოსისტემის გადატვირთვის თავიდან ასაცილებლად, ელექტროენერგია გონივრულად მოიხმარონ.