უკრაინის პრეზიდენტის განცხადება

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ბახმუტის მიმართულებით ახლა ძალიან რთული მდგომარეობაა. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა. უკრაინის ლიდერის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებს ინარჩუნებენ. ზელენსკი არ გამოხმაურებია ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებას, თუმცა თქვა, რომ „ყირიმში გუშინ მოღრუბლულობა იყო, თუმცა ისევე როგორც მთელს უკრაინაში, სითბოც იგრძნობოდა. თავის გამოსვლაში უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მოუწოდა რუს სამხედროებს გაიქცნენ ან ტყვედ ჩაბარდნენ.