უკრაინის პრეზიდენტის განცხადება

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ბოლო დღეებში უკრაინელებმა ქვეყნის დაახლოებით ორი ათასი კილომეტრის ტერიტორია გაათავისუფლეს. ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა იმ რუს სამხედროებს მიმართა, რომლებსაც რუსეთის ფედერაციაში დაბრუნება არ სურთ. ზელენსკიმ სამხედროებს ჩაბარებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მათ ჟენევის კონვენციების შესაბამისად მოექცევიან.