უკრაინის პრეზიდენტის განცხადება

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის სახელმწიფო ჯილდოები ქვეყნის ნამდვილ მეგობრებსა და პარტნიორებსაც გადაეცემათ. მან მოსახლეობას და განსაკუთრებით მფრინავებს ავიაციის დღე მიულოცა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მათ გარეშე ქვეყნის დამოუკიდებლობა წარმოუდგენელია. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 24 თებერვლიდან მოყოლებული, უკრაინის 26 760 დამცველი დააჯილდოვა სახელმწიფო ჯილდოებით. მისივე თქმით, ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოვდებიან უკრაინის ნამდვილი მეგობრები და პარტნიორები, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლაში.