უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება - პოლიტიკური შეფასებები

საქართველოდან უკრაინის ელჩი გაწვეულია.

თუ არ იქნება სანქციები და იარაღი, მოძებნეთ სხვა სამსახური – ომის დაწყებიდან მალევე, კონსულტაციებზე გაწვეული დიპლომატის მიმართ ვოლოდიმირ ზელენსკის ტონი საკმაოდ მკაცრი იყო.

დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელად დანიშვნიდან ხუთი წლის შემდეგ იგორ დოლგოვი თანამდებობიდან მოხსნილია. პრეზიდენტის გადაწყვეტილება მას ამ წუთამდე არ შეუფასებია. რატომ გასცა ზელენსკიმ ელჩის გაწვევის ბრძანება და იმსახურებდა თუ არა საქართველო ასეთ ნაბიჯს, – პოლიტიკურ სპექტრში რეაქციები არაერთგვაროვანია. შეფასებებში თავშეკავებულია მმართველი გუნდი, თუმცა მაინც კეთდება მინიშნებები პოლიტიკურ გავლენებზე და „ნაციონალური მოძრაობის“ შესაძლო კვალზე.

ომში მყოფი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ამართლებს და მთელ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს ოპოზიციის ნაწილი.