უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება

ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებობიდან გაათავისუფლა ქვეყნის გენერალური პროკურორი, ირინა ვენედიქტოვა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ივან ბაკანოვი. უკრაინული მედიის ინფორმაციით, შესაბამისი განკარგულებები პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

კიდევ ერთი ბრძანებით, გენერალურ პროკურორად ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსეი სიმონენკო დანიშნა. პასუხისგებაში მიეცემა ყველა, ვინც რუსეთს საიდუმლო ინფორმაციას გადასცემს და რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობს, – ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, არსებული მდგომარეობით, დარეგისტრირებულია 651 სისხლის სამართლის საქმე პროკურატურისა და სხვა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიერ სამშობლოს ღალატსა და კოლაბორაციონისტულ საქმიანობაზე.