გაერთიანებული სამეფოს შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტი პარიზში ჩავიდა, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტსა და გერმანიის კანცლერს შეხვდა. ერთობლივ პრესკონფერენციაზე საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინის გამარჯვებამდე მიყვანას ისახავს მიზნად. „უკრაინას შეუძლია ამაში საფრანგეთისა და მისი მოკავშირეების იმედი ჰქონდეს, რუსეთმა ამ ომში არ უნდა გაიმარჯვოს“ – განაცხადა ემანუელ მაკრონმა, რომელმაც აღნიშნა, რომ საფრანგეთი აუცილებლად მიაწვდის უკრაინას სამხედრო დახმარებას. ვოლოდიმირ ზელენსკის მხარდაჭერის გაგრძელებას დაჰპირდა გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი. უკრაინის პრეზიდენტი დღეს უკვე ბრიუსელში გაემგზავრება, სადაც ევროკავშირის სამიტში მიიღებს მონაწილეობას.