პარლამენტთან უკრაინისა და საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია გამართეს. საქართველოს გაერთიანებულმა პროფკავშირებმა უკრაინაში მიმდინარე ომზე და არსებულ საფრთხეებზე ისაუბრეს. კიდევ ერთხელ დადასტურდა უკრაინის მხარდაჭერა. აქციის მონაწილეებმა დაგმეს რუსეთის აგრესია. სიტყვით გამოსვლების დაწყებამდე სპეციალურად დამონტაჟებულ მონიტორზე რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომისა და უკრაინაში რუსეთის შეჭრის ამსახველი კადრები გაუშვეს. აქციაზე პროფკავშირების წევრები ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან ჩამოვიდნენ.
პროტესტი დაახლოებით საათნახევარს გაგრძელდა.