უკრაინის კონტრშეტევა სავარაუდოდ ზაფხულში დაიწყება. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ამერიკულ გამოცემა „ჰილთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების სოციალურ ქსელებში გავრცელება ხელს არ შეუშლის უკრაინის მიერ საკუთარი მიწის გათავისუფლებას.
რაც შეეხება ბრძოლის ველზე არსებულ მდგომარეობას, ბოლო 24 საათში უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის 70-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს, საჰაერო თავდაცვის ძალებმა კი 13 დარტყმა მიიტანეს რუსულ პოზიციებზე. განადგურებულია ორი რუსული უპილოტო საფრენი აპარატი და ორი რადიოლოკაციური სადგური. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის გამარჯვებისთვის პასიურად ყოფნა სისულელეა და გამარჯვება ყველა უკრაინელის ერთობლივი მიზანია.